საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია (www.gaua.ge) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: - ფანდრაიზერი / დაფინანსების მოძიების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ხანგრძლივობა: მუდმივი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით, შესაძლებელია შეთავსებით

ზოგადი ინფორმაცია:

ასოციაციის და მისი პროექტების დაფინანსებისთვის საჭიროა დონორების, მეცენატების და სპონსორების მოძიება და მათთან თანამშრომლობა, რომლის განხორციელებაც დაევალება ფანდრაიზერს.

მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან შედეგიანი თანამშრომლობა;
  • თანხის მოზიდვა პროექტების განსახორციელებლად;
  • საგრანტო განაცხადებისა და პროექტების მომზადება და წარდგენა;
  • პოტენციური დონორებისთვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
  • პოტენციურ დონორებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • უცხოური ფონდების მოძიება, მიმოწერისა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ფანდრაიზინგის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა ფონდების დივერსიფიცირების გზით;
  • დონორთა ვებ-გვერდების მონიტორინგი და ასოციაციის მიზნების შესაბამისი საგრანტო კონკურსების იდენტიფიცირება;
  • დონორების ბაზის რეგულარული განახლება, თითოეულის პროფილის, პრიორიტეტების და სტანდარტების ცოდნა;

მოთხოვნები:

  • გამოცდილება ფანდრაიზინგში;
  • სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო  დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საგრანტო განაცხადების, ბიზნეს-გეგმების და პროექტების წერის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერის და ინტერნეტის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
  • მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • მოწესრიგებული გარეგნობა, ბეჯითი, სხარტად მოაზროვნე;

ანაზღაურება:

  • გამომუშავებით; ასოციაცია უზრუნველყოფს განვითარების და მაღალი ხელფასის გამომუშავების საშუალებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:

  1. მოკლე CV ფოტოსურათით;
  2. (სასურველია) წერილი, სადაც ჩამოთვლით თუ დღემდე ფანდრაიზინგის სფეროში რა გაგიკეთებიათ. და, ასევე, მოკლედ აღწერთ თუ როგორ აპირებთ ჩვენს ასოციაციაში ფანდრაიზინგის განხორციელებას.

ელ-ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. . ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Fundraiser (for GAUA)".