logo

sitemap

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ასოციაცია შეიქმნებოდა. მაშინ როდესაც გიორგი გერსამიამ 2011 წლის დეკემბერში მაღაზია ზუმერში შეიძინა სმარტფონი Android-ის ოპერაციული სისტემით- Samsung Galaxy Note. რადგან ჯერ ბევრი არაფერი იცოდა თავის სმარტფონის გამოყენებაზე და Android-ზე, მან გადაწყვიტა შეექმნა ფეისბუქის ჯგუფი, სადაც თანამოაზრეები ერთმანეთს გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებდნენ. ამ მიზნით მან 2011 წლის 28 დეკემბერს შექმნა ფეისბუქის ჯგუფი „Android Georgia - საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ჯგუფი“. გიორგის მანამდე ქონდა სხვა დიდი ფეისბუქის ჯგუფების შექმნის და ადმინისტრირების გამოცდილება და ასევე პროფესიიდან გამომდინარე ორგანიზაციის შექმნა-განვითარების კარგი უნარ-ჩვევები. რისი წყალობითაც ჯგუფი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჯგუფს შემოამატა ბევრი Android-ის აქტიური მოყვარული.

ჯგუფში ხარისხიანი წევრების და კარგი ორგანიზების წყალობით 2014 წლამდე გიორგი მარტო ართმევდა ჯგუფის ადმინისტრირებას თავს. რაც მაშინ ბევრისთვის გასაკვირი იყო. თუმცა, ჯგუფის ზრდასთან ერთად ჯგუფის მოვლამ მეტი დრო მოითხოვა და 2014-2015 წელს ჯგუფს დაემატა რამდენიმე ახალი ადმინისტრატორიც, შემდეგი თანმიმდევრობით: თედო მესხი, გიორგი გოგაშვილი, ნინი ჭოლაძე, ოთო გიორგაძე, ლევან ლოთუაშვილი და თემო სარალიძე.

რადგან ინტერნეტში არსებული საიტები არ შეესაბამებოდნენ საჭირო მოთხოვნებს, ამიტომ საჭიროებამ მოითხოვა რომ შექმნილიყო კარგი საინფორმაციო ვებ-საიტი ანდროიდზე. ამიტომ დამზადდა და 2015 წლის იანვარში გაეშვა შესანიშნავი ვებ-საიტი AndroidGeorgia.Ge . რომელის მართვაც მალე ანდროიდის მოყვარულთა ავტორთა კოლექტივმა აიღო თავის თავზე.

პარალელურად, თანდათან დღის წესრიგში დადგა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხი და საჭიროებამ მოითხოვა რომ ჯგუფის ჰქონოდა თავისი იურიდიული სტატუსი. რის საფუძველზეც 2015 წლის 11 მარტს დაფუძნდა „საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია“ და აირჩა მისი პირველი პრეზიდენტი - გიორგი გერსამია.

ასოციაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მომზადდა ვებ-საიტის ასოციაციის სტრუქტურა და 2015 წლის 3 მაისს გაიშვა ასოციაციის ვებ-საიტი - www.gaua.ge.

 

join-us

გაწევრიანების უპირატესობა

ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

ვრცლად

android-georgia-facebook-banner

androidgeorgia.ge-portal-banner

ჩვენი პუბლიკაციები

admission-procedure-small

სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

4.02.05.Seminar participants GE

ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

ივლისი 2019
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

Login Form

მოგვწერე წინადადებები

თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

გადასვლა